საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა
ამობეჭდვა · 11 / 08 / 2020 10:35
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1264 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1054 შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6930 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.