დღეს ბერლინიდან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები სპეციალური ავიარეისით დაბრუნდებიან
ამობეჭდვა · 11 / 08 / 2020 10:45
დღეს ბერლინიდან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები სპეციალური ავიარეისით დაბრუნდებიან

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით დღეს თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება, რაც ქართველი სტუდენტების გერმანიაში გამგზავრებისა და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ფრენას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს.

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი - 199 ევროს არ აღემატება.