გოგებაშვილის ქუჩაზე ქვაფენილი ეწყობა
ამობეჭდვა · 11 / 08 / 2020 12:23
გოგებაშვილის ქუჩაზე ქვაფენილი ეწყობა

მთაწმინდის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამჯერად, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ი. გოგებაშვილის ქუჩა I შესახვევში ქუჩის გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დაზიანებული რიყის ქვის საფარს ბაზალტის ქვაფენილი ჩაანაცვლებს. საგზაო ინფრასტრუქტურა 350კვ. მ. ფართობზე მოწესრიგდება.

 რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის გზა მოსახლეობას სავალ გზასთან დაკავშირებული პრობლემებს მოუხსნის.

საგზაო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია შპს „ლატი“ ასრულებს.