საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 12 / 08 / 2020 10:06
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ამ დროისთვის საქართველოში, ჯამში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. მთლიანობაში,  განკურნებულთა რაოდენობა სულ 1058-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7279 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 279.