მექსიკაში, ერთ დღეში ახალი კორონავირუსით 926 ადამიანი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 12 / 08 / 2020 10:29
მექსიკაში, ერთ დღეში ახალი კორონავირუსით 926 ადამიანი გარდაიცვალა

მექსიკაში, ბოლო 24 საათში, ახალი კორონავირუსით 926 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც covid-19-ით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 53,929-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში, ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსის 6,686 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში, მექსიკაში covid-19-ით 492,522 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ მონაცემებით ქვეყანა მსოფლიოში მე-6 პოზიციას იკავებს.

ამ დროისთვის უკვე გამოჯანმრთელებულია 332,800 პაციენტი.