მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 ლენჯერში დაფიქსირდა
ამობეჭდვა · 12 / 08 / 2020 11:22
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 ლენჯერში დაფიქსირდა

ინფქეციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ერთი გაჩიანიდანაა, 12 პაციენტის ინფიცირების წყარო არის ლენჯერი და ერთი პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.