გიორგი გახარია - დღეის მდგომარეობით სწავლის გადადების და არჩევნების თარიღის ცვლილების მოცემულობა არ არსებობს
ამობეჭდვა · 12 / 08 / 2020 15:46
გიორგი გახარია - დღეის მდგომარეობით სწავლის გადადების და არჩევნების თარიღის ცვლილების მოცემულობა არ არსებობს

დღეის მდომარეობით არანაირი პირობა, რომ სწავლა გადიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეის მონაცემებით არც არჩევნების თარიღის ცვლილების მოცემულობა არ არსებობს.

„დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილების“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში, კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1058 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 17 გარდაიცვალა.