საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,10 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2020 10:37
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1283 - მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10 - ით გაიზარდა და 1068 - ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7718. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.