გრიბოედოვის ქუჩაზე სასმელი წყლის ქსელი ეწყობა
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2020 12:45
გრიბოედოვის ქუჩაზე სასმელი წყლის ქსელი ეწყობა

ალ. გრიბოედოვის ქუჩა N16-ში წყლის ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში სასმელ წყალთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რომელიც ბოლო ათწლეულებია არ მოგვარებულა.

ქსელის მოწყობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 162  ლარი გამოიყო.