ბრაზილიური ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2020 17:38
ბრაზილიური ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.

ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა, ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ შენჟენის ხელისუფლება ავრცელებს.

ქალაქის ჯანდაცვის უწყებამ ყველა იმ ადამიანს ჩაუტარა ტესტირება, რომელსაც დავირუსებულ საკვებთან კონტაქტი შეიძლებოდა ჰქონოდა, თუმცა ყველა ანალიზის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა. პეკინში მდებარე ბრაზილიის საელჩოს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი მსოფლიოში ჩინეთის ვუჰანის პროვინციიდან გავრცელდა. ჩინეთში ამ დროისთვის worldometers-is მონაცემებით კოვიდ 19-ის 84,756 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გარდაიცვალა 4 634 და გამოჯანმრთელდა 77 278 ადამიანი.  

 

წყარო