აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2020 10:10
აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.

ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

თარიღთან დაკავშრებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს ომში დაღუპულებს პატივს მიაგებენ, მოგვიანებით კი, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, რომელსაც მთავრობის წევრები და საქართველოს პრეზიდენტი დაესწრებიან.