დიდუბეში, ერთ-ერთ საცხობში აფეთქება მოხდა
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2020 10:55
დიდუბეში, ერთ-ერთ საცხობში აფეთქება მოხდა

დიდუბეში მდებარე საცხობში აფეთქება მოხდა. აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, საცხობში ბუნებრივი აირი დარჩათ მოშვებული, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოწვია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.