კახა კალაძე: დავით სონღულაშვილი იქნება საგარეჯოელების ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2020 15:55
კახა კალაძე: დავით სონღულაშვილი იქნება საგარეჯოელების ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში

წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც იქნება თქვენი, საგარეჯოელების ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, - ასე წარუდგინა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილი.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, თუ რა პროექტები განხორციელდა 2012 წლის შემდეგ, რა რეფორმები გავატარეთ, თუ როგორია მხარდაჭერა და თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან, სხვადასხვა მიმართულებებით: სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და ასე შემდეგ... თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემებიც ბევრი გვაქვს, არის გამოწვევები ქვეყანაში, რასაც, ჩვენი მხრიდან, სჭირდება ღისეული პასუხები. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალისხმევით, ყველა გამოწვევას გადავლახავთ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა. 10 აგვისტოს ი, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო.