სომხეთის ეკონომიკის მინისტრი პრესკონფერენციაზე პირბადის გარეშე გამოჩენის გამო დააჯარიმეს
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2020 16:20
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი პრესკონფერენციაზე პირბადის გარეშე გამოჩენის გამო დააჯარიმეს

სომხეთის პოლიციამ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრს, ტიგრან ხაჩატრიანს ჯარიმა გამოუწერა პრესკონფერენციაზე პირბადის გარეშე გამოჩენის გამო. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანა ოგანიანმა განაცხადა.

„დღეს ეკონომიკის მინისტრი თავისი კაბინეტიდან საპრესკონფერენციო დარბაზში პირბადის გარეშე გავიდა. რამდენიმე წამში მან შეამჩნია პირბადე რომ არ ეკეთა, ბოდიში მოიხადა და უკვე პირბადით დაბრუბნდა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ პოლიციამ მას ჯარიმა გამოუწერა“, - განაცხადა ანა ოგანიანმა.

აქამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა არა ერთხელ განაცხადა, რომ საჯარო ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 20 დოლარს შეადგენს.