თურქეთში კორონავირუსს უკვე 5 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2020 17:00
თურქეთში კორონავირუსს უკვე 5 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 243 შემთხვევა გამოვლინდა, 21 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 968 კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 245 635 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 912 ადამიანი, 228 057-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.