ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2020 18:40
ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ქარელში, საცხოვრებელ სახლთან მსხდომ ადამიანებს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგადაც, ერთი პირი ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.