პოლონეთის პრემიერმა ბელარუსის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2020 19:53
პოლონეთის პრემიერმა ბელარუსის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მატეუშ მორავეცკიმ პოლონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბელარუსის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა განიხილოს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბელარუსის ცესკოს საბოლოო მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.10% მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ - 10.12%.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.