საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2020 10:53
საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 5 97 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 261.