მთაწმინდის რაიონში შიდა ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2020 13:38
მთაწმინდის რაიონში შიდა ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

აბაკელიას ქუჩის N5-ში და N13-ში ეზოების კეთილმოწყობისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა. საცხოვრებელ სახლებთან მდებარე 380 კვ. მ. ფართობზე სავალ ნაწილზე ამორტიზებული გზის დემონტაჟი განხორციელდა და ასფალტის საფარი დაიგო.

სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანია - შპს “ახალი საფარმა “ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 15 660 ლარი გამოიყო.