პაატა იმნაძე - 9, 10 და 11 აგვისტოს, ვინც ქობულეთში, კაფე "ჰავანაში" იმყოფებოდა, სიპმტომებისთანავე უნდა მიმართოს ცხელების ცენტრებს
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2020 15:36
პაატა იმნაძე -  9, 10 და 11 აგვისტოს, ვინც ქობულეთში, კაფე "ჰავანაში" იმყოფებოდა, სიპმტომებისთანავე უნდა მიმართოს ცხელების ცენტრებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგიის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს უნდა მიმართონ.

მისი განმარტებით, ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, აღნიშნულ კაფეში მუშაობდა.

„ძალიან არასასიამოვნო შემთხვევაა – ქობულეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა. ეს ქალბატონი თბილისიდან ქობულეთში სამუშაოდ არის ჩასული. ის ქობულეთში კაფე „ჰავანაში“ მუშაობდა. აქ მომუშავე პერსონალი, ყველა, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, ყველა მოკვლეულია და იზოლაციაშია გადაყვანილი. მათ გამოიკვლევენ, მაგრამ მინდა, მაქსიმალურად გავაფრთხილო ისინი, ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს ამ კაფეში იმყოფებოდა, რომ ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც გამოუვლინდებათ სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1088 პაციენტი განიკურნა, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა.