საბურთალოს რაიონში დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრები განხორციელდა
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2020 17:52
საბურთალოს რაიონში დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრები განხორციელდა

თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრის ღონისძიებები გრძელდება. საბურთალოს რაიონში, ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა.

საბურთალოს გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, 250 ძირი ხე-მცენარე დაირგვება.