აშშ-ის პრეზიდენტმა უმცროსი ძმა კლინიკაში მოინახულა
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2020 18:05
აშშ-ის პრეზიდენტმა უმცროსი ძმა კლინიკაში მოინახულა

აშშ-ის პირველმა პირმა დონალდ ტრამპმა თავისი უმცროსი ძმა 72 წლის რობერტ ტრამპი, ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში მოინახულა.

გავლენიანი ქვეყნის პირველი პირი სამედიცინო ნიღბით აღჭურვილი გადაადგილდებოდა. ძმასთან ვიზიტი კი 45 წუთს გაგრძელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს.

"მე არაჩვეულებრივი ძმა მყავს და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ამჟამად რთული დღეები გვაქვს", - განაცხადა ტრამპმა.