ესპანეთში კორონავირუსის მაჩვენებელმა მოიმატა
ამობეჭდვა · 28 / 08 / 2020 21:01
ესპანეთში კორონავირუსის მაჩვენებელმა მოიმატა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 829 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 439 286 შემთხვევა გამოვლინდა, 29 011 ადამიანი კი გარდაიცვალა.