ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის საწყის ეტაპზე დამარცხდა
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2020 14:13
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის საწყის ეტაპზე დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი,  მსოფლიოს 30-ე ჩოგანi ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის საწყის, პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ქართველმა სპორტსმენმა ავსტრალიელ ჯონ მილმანთან სამ სეტში, ანგარიშებით 6:1, 6:4, 6:4 დამარცხდა.


სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ ბასილაშვილი რეიტინგში არსებულზე უფრო დაბალ პოზიციებს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს პრობლემები აქვს პირად ცხოვრებაში. სპორტსმენი ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს, თუმცა წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბასილაშვილის წინააღმდეგ გამოძიება თავდაპირველად 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს.