მთაწმინდის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს
ამობეჭდვა · 03 / 09 / 2020 12:08
მთაწმინდის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

საგზაო სამუშაოები ამჯერად, კოჯორში, ვაჟა-ფშაველას II შესახვევში ჩატარდა. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, 1100 კვ.მ ფართობზე ამორტიზებული ასფალტი ორფენიანი საფარით შეიცვალა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასევე, ბორდიურიც მოეწყო.

საგზაო სამუშაოები კონტრაქტორი კომპანია „პარმის“ მიერ შესრულდა, რისთვისაც მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დაიხარჯა.