მთაწმინდის რაიონში კორპუსის ლიფტების რეაბილიტაცია გრძელდება
ამობეჭდვა · 04 / 09 / 2020 12:18
მთაწმინდის რაიონში კორპუსის ლიფტების რეაბილიტაცია გრძელდება

მთაწმინდის რაიონში, ე.ტატიშვილის ქუჩა N19-ში, სამ სადარბაზოში ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების შედეგად, ლიფტების კაბინები, კარები, ელექტროძრავა და ბაგირი შეიცვალა.

პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 010 ლარი გამოიყო.