აშშ-ის საელჩო - სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ცხადად წარმოაჩენს, როგორ აგრძელებენ მოკავშირე ძალები ერთობლივად მუშაობასა და წვრთნას პანდემიის რთულ პირობებშიც კი
ამობეჭდვა · 06 / 09 / 2020 20:16
აშშ-ის საელჩო - სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ცხადად წარმოაჩენს, როგორ აგრძელებენ მოკავშირე ძალები ერთობლივად მუშაობასა და წვრთნას პანდემიის რთულ პირობებშიც კი

სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ცხადად წარმოაჩენს, როგორ აგრძელებენ მოკავშირე ძალები ერთობლივად მუშაობასა და წვრთნას პანდემიის რთულ პირობებშიც კი, - ამის შესახებ  წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

"დღეს ერთობლივ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020” მონაწილე აშშ-ის არმიის სამხედრო ტექნიკის კონვოიმ მარშირებით საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ქალაქი გორი გაიარა. ეს ქალაქი სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ ავტომაგისტრალთან მდებარეობის გამო ინარჩუნებს. სწავლება „ღირსეული პარტნიორი” ცხადად წარმოაჩენს, თუ როგორ აგრძელებენ მოკავშირე ძალები ერთობლივად მუშაობასა და წვრთნას COVID პანდემიის რთულ პირობებშიც კი", - ნათქვამია განცხადებაში.