ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად – თამაზ ელიზბარაშვილი
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2020 17:47
ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად – თამაზ ელიზბარაშვილი

თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს აჩუქებს. ამის შესახებ თავშესაფრის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად !!!

თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის 9 ნომერში. 2 500 (ორი ათას ხუთასი) კვადრატულ მეტრზე. შენობა-ნაგებობების და მიწის ფართი შეადგენს მილიონ 350 ათას ლარს. 

გაჩუქების აუცილებელი პირობაა იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა. ( ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან) მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან.

მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ , ვისაც გაქვთ სურვლი იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დაუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86", - ნათქვამია განცხადებაში.