გოგებაშვილის ქუჩაზე ქვაფენილი მოეწყო
ამობეჭდვა · 09 / 09 / 2020 13:30
გოგებაშვილის ქუჩაზე ქვაფენილი მოეწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ი. გოგებაშვილის ქუჩა I შესახვევში ქუჩის გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნულ მისამართზე ქვაფენილი მოეწყო, რიყის ქვის საფარი ბაზალტის ქვაფენილმა ჩაანაცვლა.  საგზაო ინფრასტრუქტურა  ჯამში 350 კვ. მ. ფართობზე მოწესრიგდა.
 
მიმდინარე წელს, მსგავსი სამუშაოები ლორთქიფანიძისა და გერგეთის ქუჩებზე უკვე განხორციელდა.
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44 630 ლარი გამოიყო.