შინდისში, დიდგორის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2020 17:21
შინდისში, დიდგორის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

მთაწმინდის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქუჩის სრული რეაბილიტაცია შინდისში, დიდგორის ქუჩას უტარდება. პროექტის ფარგლებში, 1500 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის დაკვეთით შპს „პარმა“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 105 000 ლარი არის გამოყოფილი