თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2020 11:14
თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

„კანონი და სამართალის“ ერთ-ერთ ლიდერს, სტრატეგია აღმაშენებლის წევრს თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება, გავუძლებთ. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !

ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს!

თავისუფლება ლომთა ხვედრია“, - წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.