მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები - მარინა ეზუგბაია
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2020 12:32
მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები - მარინა ეზუგბაია

მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მატება ამ ეტაპზე უკავშირდება მობილობის გაზრდას, რეგულაციების ნაკლებად შესრულებას და არა მეორე ტალღას.

„დაავადების მატება მოსალოდნელი იყო შემოდგომის დადგომასთან ერთად, რადგან მეტ-ნაკლებად შემოდგომა უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების მატებას. აქედან გამომდინარე, დაავადების მატება ყოველთვის გვაქვს შემოდგომაზე. საერთოდ, რესპირატორული ინფექციების მატება როდესაც არის, და „კოვიდ-19“ ასევე სასუნთქი გზების დაავადებაა, მოსალოდნელია გარკვეული მატება, მაგრამ მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, თუმცა თუ ეს ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტყვით.

ამ ეტაზპე ჩვენ გვაქვს დაავადების მნიშვნელოვანი მატება, ასეთი მატება მორე ტალღად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა? ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენ მეორე ტალღაზე არ ვლაპარკობთ. მეორე ტალღას და მასთან დაკავშირებულ მატებას მაინც ყოველთვის ვუკავშირებთ სეზონს, ეს არის გვიანი შემოდგომა. არსებული მატება ბოლო პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების შესრულების შესუსუსტებითაა გამოწვეული, ჩემი აზრით, ეს გახდა საფუძველი ამ ეტაპზე დაავადების ასეთი ამატების“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.