ემიგრანტი, რომელიც საქართველოში შვილის დაკრძალვაზე ჩამოვიდა, კარანტინში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2020 13:09
ემიგრანტი, რომელიც საქართველოში შვილის დაკრძალვაზე ჩამოვიდა, კარანტინში გადაიყვანეს

ემიგრანტი ქალი, რომელიც საქართველოში 27 წლის შვილის დაკრძალვაზე ჩამოვიდა, კარანტინში გადაიყვანეს. ხმაური ავტობუსში მას შემდეგ დაიწყო, რაც თელავში საკარანტინე ზონაში ჩაყვანილი მოქალაქეები სასტუმრომ არ მიიღო და ავტობუსი სხვა სასტუმროში მისვლამდე შეყოვნდა.

"ნერვიულობდა და ხანდახან წამოიტირებდა ხოლმე, როგორც გაირკვა, შვილი გარდაეცვალა და დასაფლავებაზე ჩამოვიდა. ჩამოგვიყვანეს თელავში, სასტუმროში როცა მიგვიყვანეს, იმ სასტუმრომ არ მიგვიღო, არ ვიცით ადგილები არ ჰქონდა თუ რა. ამის შემდეგ ისტერიკა და ტირილი დაეწყო, როგორც ჩანს ვეღარ მოითმინა", - აცხადებს თვითმხილველი.

ადგილზე სასწრაფოსა და პატრულის დამატებითი ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.

mtavari.tv