თანადაფინანსებული პროექტები გრძელდება
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2020 14:04
თანადაფინანსებული პროექტები გრძელდება

მთაწმინდის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რუსთაველის გამზირი N18-ში ორი სადარბაზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე, შეკეთდება ეზოში არსებული თაღიც.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 721 ლარია გამოყოფილი.