ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრეში - კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი პოსტს აქვეყნებს
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2020 21:36
ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრეში - კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი პოსტს აქვეყნებს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელსაც დღეს COVID-19 დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო პირველ რიგში მადლობა და ბოდიში - ვერ გპასუხობთ.
 დღეს დამიდასტურდა კოვიდ-19, რომელიც დიდი ალბათობით გადმომედო რესპოდენტისგან - სხვა კონტაქტი  ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრეში.
მესმის რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ ჯერ ექიმიც არ მინახავს.
ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა ჩემგან ინფექცია გადადებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე, გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან.
დავემატე ხვალინდელ სტატისტიკაც, გურამ როგავა რომ გამოაცხადებს", - წერს ჟურნალისტი.