შატილში ავარიის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2020 14:37
შატილში ავარიის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთვის აპარატიდან მოხსნილია.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"კონტაქტურები და ადეკვატურები არიან“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.