ლორთქიფანიძის ქუჩაზე ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2020 16:26
ლორთქიფანიძის ქუჩაზე ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჯერად, საგზაო ინფრასტრუქტურა ლორთქიფანიძის ქუჩა N16/3-ში ეწყობა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 300 კვ.მ ფართობზე დაიგება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარია გამოყოფილი.