პედოფილიაში დადანაშაულებული ყოფილი სასულიერო პირი პოლიციამ დააკავა
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2020 19:45
პედოფილიაში დადანაშაულებული ყოფილი სასულიერო პირი პოლიციამ დააკავა

"რუსთავის2"-ის ინფორმაციით, დაკავებულია ყოფილი სასულიერო პირი, რომელსაც ნათესავი პედოფილიაში ამხელდა და არასრულწლოვანი ნათესავის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრებით შანტაჟში ადანაშაულებდნენ. აღნიშნულთან ფაქტთან დაკავშირებით "რუსთავი 2" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში განმარტეს, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
 
შეგახსენებთ, "კურიერმა" გაარკვია, რომ ლევან ჯალაღონია, რომელსაც მამა იოანეს სახელით იცნობენ, ნათესავ არასრულწლოვანს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა "ვაიბერის" მეშვეობით ესაუბრებოდა და კონკრეტული განსაკურნებელი ლოცვებისთვის შიშველ ფოტოებს და ვიდეოჩანაწერებს ითხოვდა, შემდეგ კი შეხვედრასაც აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. რამდენიმეთვიანი ზეწოლის შემდეგ, მოზარდმა დახმარება ოჯახის წევრებს სთხოვა.