მე კვლავ მოსახლეობის გვერდში ვიდგები - კახა ოქრიაშვილი
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2020 19:51
მე კვლავ მოსახლეობის გვერდში ვიდგები - კახა ოქრიაშვილი

კახა ოქრიაშვილმა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობისადმი მიმართვას ავრცელებს: 

"ჩემო ძვირფასებო, მე მუდმივად ვცდილობ ჩემი ხალხის გვერდით ვიდგე, ვიყო მისაწვდომი და ნებისმიერ დროს გავუწოდო  დახმარების ხელი ყველას, ვისაც სჭირდება.

პირველ სექტემბერს ოფიციალურად გამოცხადდა არჩევნები, ამ გარდამტეხი პერიოდის განმავლობაში კანონით იკრძალება და მოსყიდვად ითვლება არა მარტო პირადი დახმარება, არამედ ამის დაპირებაც კი.  

არჩევნების დასრულებამდე იძულებული ვარ, შევწყვიტო საქველმოქმედო საქმიანობა. თუმცა ეს პერიოდიც მალე ჩაივლის და მე კვლავ მოსახლეობის გვერდში ვიდგები არა მხოლოდ დმანისსა და წალკაში, არამედ ბოლნისსა და თეთრიწყაროშიც", - აცხადებს ოქრიაშვილი.