ტოჩინოშინი აკი ბაშოს პირველ დაპირისპირებაში დამარცხდა
ამობეჭდვა · 13 / 09 / 2020 13:26
ტოჩინოშინი აკი ბაშოს პირველ დაპირისპირებაში დამარცხდა

ტოკიოში სუმოს ტრადიციული სუპერტურნირი განახლდა.

ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი პირისპირ მე-5 მაეგაშირა კირიბაიამასთან საწყისი შეტაკებისთანავე იორიკირის ილეთით დამარცხდა.

შემოდგომის ბაშო, „რიოგოკუ კოკუგიკანში“ ტარდება თუმცა კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე გულშემატკივრების დასწრება შეზღუდულია.

ხვალ ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირას, ტეროცუიოშის დაუპირისპირდება.

რანგში დასაწინაურებლად ლევან გორგაძეს აკი ბაშოზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ აკი ბაშოზე ტრავმების გამო არ იასპარეზებენ იოკოძუნები, ჰაკუჰო და კაკურიუ.