ტაბახმელაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2020 14:29
ტაბახმელაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ტაბახმელაში N6 კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 900 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიური.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, შპს „ახალი საფარი“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44 500 ლარი გამოიყოფა.