გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში რჩება
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2020 18:40
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში რჩება

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

ბრალდებულების ადვოკატები მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ უფლებადამცველების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.