კახა ოქრიაშვილი - უკვე წლებია ჩემი მოსახლეობის ერთგული მაჟორიტარი ვარ
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2020 18:43
კახა ოქრიაშვილი - უკვე წლებია ჩემი მოსახლეობის ერთგული მაჟორიტარი ვარ

დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

"ჩემი მანდატი ქართველ ხალხს ეკუთვნის. მე დამოუკიდებელი პოლიტიკოსი და უკვე წლებია ჩემი მოსახლეობის ერთგული მაჟორიტარი ვარ. ზედიზედ ოთხ არჩევნებში მაქვს მიღებული მონაწილეობა და ყოველ ჯერზე ხალხის უპირობო რჩეული ვხდებოდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის მხარდაჭერაა, ამიტომაც ჩემს პოზიციებს მუდამ თავისუფლად ვაფიქსირებ" - განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა.