თურქეთში ქართველი ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ მოკლა
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2020 20:11
თურქეთში ქართველი ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ მოკლა

თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში 32 წლის ქართველი ქალი, თამთა ჯანჯღავა მოკლული იპოვეს. ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა, სავარაუდოდ, მეუღლემ მიაყენა. დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ხშირად იყო მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.

მოკლულს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

სავარაუდო დამნაშავე პოლიციას ჯერ არ დაუკავებია.