კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 124 აჭარას, 20 კი თბილისს უკავშირდება
ამობეჭდვა · 15 / 09 / 2020 11:32
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 124 აჭარას, 20 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმს, 20 კი თბილისს უკავშირდება.

„ქვეყანაში გუშინ იყო 2392 შემთხვევა, დაგვემატა 170 და გახლავთ 2562. 170 ახალ შემთხვევაზე მინდა, ორნაირი ახსნა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50  მოგზაურობის ისტორიით, ოთხი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება. რეგიონების მიხედვით 170 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი – 124, თბილისი – 20, იმერეთი, ქუთაისი – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – ექვსი, გურია, ოზურგეთი – სამი, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – სამი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი – ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 11-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 1154 პაციენტი მკურნალობს.