თხინვალის ქუჩაზე სახლის გამაგრება დასრულდა
ამობეჭდვა · 15 / 09 / 2020 12:48
თხინვალის ქუჩაზე სახლის გამაგრება დასრულდა

მთაწმინდაზე, თხინვალის შესახვევი N 5/8-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა, რომელიც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა.

სამუშაოების შედეგად, შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება განხორციელდა. ასევე, ფანჯრების ღიობები მოჩარჩოვდა და სეისმური სარტყელი მოეწყო. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 7 ოჯახი ცხოვრობს.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 87 000 ლარი დაიხარჯა.