ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 15 / 09 / 2020 20:17
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 172 ადამიანისთვის ჩატარებული ტესტირების შედეგად, 52 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 63 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა, 17-ის კი, საშუალო სიმძიმის. ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 726-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულა რაოდენობა 192-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.