პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას იწყებს
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 10:20
პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას იწყებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის საკითხს.

ცვლილებები ორ საკითხს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას უკავშირდება.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. განიხილეს სამი ძირითადი საკითხი, რომელიც გასაჩივრებას, დასაბუთებას და კენჭისყრას უკავშირდება.

კანონპროექტზე დეპუტატები პირველი მოსმენით ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ, შემდეგ კი, პლენარულ სესიაზე.