გიორგი გახარია: ტურისტულ სექტორს გვერდით დავუდგებით სხვადასხვა პროგრამით, საგადასახადო ვალდებულებების გადავადებით თუ სხვა შეღავათებით
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 10:35
გიორგი გახარია: ტურისტულ სექტორს გვერდით დავუდგებით სხვადასხვა პროგრამით, საგადასახადო ვალდებულებების გადავადებით თუ სხვა შეღავათებით

საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე 2 უმთავრესი მიზანი დაისახა: საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა და ეკონომიკის გადარჩენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, სანამ გლობალურად ტურიზმის სექტორის აღდგენის ტენდენციები არ გამოჩნდება. ჩვენ ტურისტულ სექტორს გვერდით ვედექით და დავუდგებით სხვადასხვა პროგრამით, შეღავათიანი გადავადებით თუ სხვა ინსტრუმენტით. საქართველომ შეძლო მწვანე სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა დღეს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი.

პოსტკრიზისული ეკონომიკის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის. სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენციები იქნება და ჩვენი სურვილია ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება.

ვენ ვფიქრობთ რომ ტურისტულ სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული გეგმა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის შესაძლებლობად ვაქციოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.