ქუთაისში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 11:15
ქუთაისში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისში კოვიდინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სავარაუდოდ, ყველა მათგანი პედაგოგების კლასტერს უკავშირდება.

სულ იმერეთის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათში 1400-მდე ბიოლოგიური ნიმუში აიღეს და აქედან მხოლოდ 8 დადებითი პასუხია. იმერეთის მასშტაბით ამ დრომდე კოვიდ 19-ის 100-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.

სულ ქუთაისში კოვიდ-კლინიკებში 187 პაციენტი მკურნალობს, როგორც იმერეთიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონიდან. გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში განთავსებულ კარავს დღეს აიღებენ, რადგან პედაგოგებისა და აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების გატესტვა დასრულდა. სულ საველე კარავში 1000-მდე ბიოლოგიური ნიმუში აიღეს.